Monday, August 5, 2019

სტანდარტული გაკვეთილი 2

მასწავლებელი:  ნონა ჯაკონია
საგანი: ფიზიკა
კლასი: VIII
თემა: სითბური გაფართოება
დრო: 45 წთ
მოსწავლის პროფილი:   მოსწავლეთა რაოდენობა 5.სსმ მოსწავლე არ არის.
გაკვეთილის მიზანი: მოსწავლე შეძლებს  ჩაატაროს ცდები მყარ, თხევად და აირად მდგომარეობაში სხეულების სითბურ გაფართოებაზე დასაკვირვებლად,  გაანალიზოს და გამოიტანოს შესაბამისი დასკვნები. დაახასიათოს  წყლის გაფართოების ანომალია, იმსჯელოს სხვადასხვა სხეულების სითბური გაფართოების თავისებურებების უნარის  პრაქტიკულ გამოყენებაზე.
ეროვნული გეგმის სტანდარტი;:
შედეგი VIII.8 მოსწავლეს შეუძლია აღწეროს ნივთიერებების აგრეგატული მდგომარეობები და ერთი  აგრეგატული  მდგომარეობიდან მეორე აგრეგატულ მდგომარეობაში გადასვლა.
ინდ.  ატარებს ცდებს სხვადასხვა ნივთიერების სითბურ გაფართოებაზე დასაკვირვებლად, აანალიზებს და გამოიტანს შესაბამის დასკვნებს. 

კვVIII . 1. მოსწავლეს შეუძლია განსაზღვროს კვლევის საგანი და კვლევის ეტაპები.
კვლVIII.. 2. მოსწავლეს შეუძლია კვლევითი პროცედურის განხორციელება/მონაცემების აღრიცხვა.
კვლ. VIII 4. მოსწავლეს შეუძლია მონაცემთა ანალიზი და შეფასება.

საჭირო ცოდნა და უნარ-ჩვევები: მოსწავლემ იცის ნივთიერებათა აგრეგატული მდგომარეობის ცვლილებები. სიმკვრივე. გრაფიკის წაკითხვა-ანალიზი.
შეფასება და თვითშეფასება.  განმავითარებელი და განმსაზღვრელი შეფასებები.
განმავითარებელი შეფასების ინსტრუმენტები: შესასვლელი და გასასვლელი ბილეთები.

განმსაზღვრელი შეფასების რუბრიკა:

1-2
3-5
6-8
9-10
მოსწავლე ატარებს ცდებს სხვადასხვა ნივთიერების სითბურ გაფართოებაზე დასაკვირვებლად,აანალიზებს და გამოაქვს შესაბამისი დასკვნები.

მოსწავლე ს უჭირს ცდების ჩატარება სხვადასხვა ნივთიერების სითბურ გაფართოებაზე დასაკვირვებლად, უჭირს გაანალიზება და შესაბამისი დასკვნის გამოტანა.
მოსწავლე ატარებს ცდებს სხვადასხვა ნივთიერების სითბურ გაფართოებაზე დასაკვირვებლად, ცდილობს გაანალიზოს და გამოიტანოს შესაბამისი დასკვნები.
მოსწავლე ატარებს ცდებს სხვადასხვა ნივთიერების სითბურ გაფართოებაზე დასაკვირვებლად, სრულყოფილად ვერა ანალიზებს და ვერ  გამოაქვს შესაბამისი დასკვნები.
მოსწავლე  ატარებს ცდებს სხვადასხვა ნივთიერების სითბურ გაფართოებაზე დასაკვირვებლად, სრულყოფილად აანალიზებს და გამოაქვს შესაბამისი დასკვნები.
ახასიათებს   წყლის გაფართოების ანომალიას
მოსწავლეს უჭირს დაახასიათოს წყლის გაფართოების ანომალია,
მოსწავლე ცდილობს დაახასიათოს წყლის გაფართოების ანომალია
მოსწავლე სრულყოფილად ვერ ახასიათებს წყლის გაფართოების ანომალიას
მოსწავლე სრულყოფილად ახასიათებს წყლის გაფართოების ანომალიას
მსჯელობსსხვადასვა სხეულების სითბური გაფართოების თავისებურებების უნარის  პრაქტიკულ გამოყენებაზე.
მოსწავლეს უჭირს მსჯელობა სხვადასვა სხეულების სითბური გაფართოები https://www ს თავისებურებების უნარის  პრაქტიკულ გამოყენებაზე.
მოსწავლე ცდილობს იმსჯელოსსხვადასვა სხეულების სითბური გაფართოების თავისებურებების უნარის  პრაქტიკულ გამოყენებაზე.
მოსწავლე სრულყოფილად ვე რ მსჯელობსსხვადასვა სხეულების სითბური გაფართოების თავისებურებების უნარის  პრაქტიკულ გამოყენებაზე.
მოსწავლე სრულყოფილად მსჯელობსსხვადასვა სხეულების სითბური გაფართოების თავისებურებების უნარის  პრაქტიკულ გამოყენებაზე.
სასწავლო მასალა და რესურსები:
სახელმძღვანელო,  შტატივი, ფოლადის ბურთულა, რგოლი, კოლბები, სპირტქურა, პოლიეთილენის ბოთლები, ბუშტები. https://www.youtube.com/watch?v=v67fhyFWDtkhttps://www.youtube.com/watch?v=DHkuftV_REghttps://www.youtube.com/watch?v=wWXXyCNf0wk





აქტივობა-1. საორგანიზაციო საკითხების მოგვარება.დროის ხანგრძლივობა 2 წთ.
აქტივობის მიზანი: გაკვეთილის მიზნისა და შეფასების რუბრიკის გაცნობა.
 აქტივობის აღწერა:  მოსწავლეებს      გავაცნობ   გაკვეთილის  მიზანს, შეფასების რუბრიკას .

 გამოწვევისფაზა.
აქტივობა 2. შესასვლელი ბილეთი.  დროის ხანგრძლივობა 5 წთ. ორგანიზების ფორმა: ინდივიდუალური.
აქტივობის მიზანი: მოსწავლემ შეძლოს წინარე ცოდნის გააქტიურება.
აქტივობის აღწერა:
გაკვეთილის დასაწყისში ვიყენებ შესასვლელ ბილეთს იმისათვის, რომ მოსწავლეებმა გაიაზრონ ის საკითხი, რომლის განხილვასაც ვაპირებ გაკვეთილზე. დაწერონ ის,  რასაც ფიქრობენ, დასვან შეკითხვები, რომელხედაც  უნდათ რომ მიიღონ პასუხები. აქტივობის დასასრულს დაუყონებლივ გავცემ უკუკავშირს.

კითხვა: რა იწვევს სხეულთა სითბურ გაფართოებას?
                რომელი ფიზიკური სიდიდე იცვლება სითბური გაფართოებისას?
მოსწავლის სახელი , გვარი




მიზანი: მოსწავლემ შეძლოს სითბური  გაფართოების  ეფექტების  დახასიათება.
რა არის უკვე ცნობილი ჩემთვის ამ საკითხთან დაკავშირებით:







ძირითადი ტერმინები:
აგრეგატული მდგომარეობა

ანომალია

ბიმეტალური ფირფიტა


 კითხვა, რომელსაც მინდა, რომ პასუხი გაეცეს.
რა მიზანი მაქვს მე ამ გაკვეთილზე?








ცოდნის კონსტრუირება

აქტივობა 3.კითხვა-პასუხი:. დროის ხანგრძლივობა 10 წთ. ორგანიზების ფორმა: მთელ კლასთან.
აქტივობის მიზანი: მოსწავლემ შეძლოს ცდებზე დაკვირვების საფუძველზე აღწეროს მყარი სხეულების, სითხეების და აირების სითბური გაფართოება, გაანალიზოს და გამოიტანოს შესაბამისი დასკვნები.
აქტივობის აღწერა:მოსწავლეებს ვუჩვენებ პროექტორის გამოყენებით ვიდეო ცდებს. ისინი აკვირდებიან ექსპერიმენტის მსვლელობას , გამოთქვამენ ვარაუდს, შემდეგ ეტაპზე აკვირდებიან ექსპერიმენტების შედეგებს. აანალიზებენ მოლეკულურ-კინეტიკური თეორიის დონეზე და გამოაქვთ შესაბამისი დასკვნები.
აქტივობის დასასრულს გავცემ უკუკავშირს.






აქტივობა 4.ექსპერიმენტის ჩატარება.. დროის ხანგრძლივობა 5 წთ. ორგანიზების ფორმა: ჯგუფური
აქტივობის მიზანი: მოსწავლემ შეძლოს ცდების ჩატარება,  დაკვირვების საფუძველზე აღწეროს მყარი სხეულების, სითხეების და აირების სითბური გაფართოების ეფექტები, გაანალიზოს და გამოიტანოს შესაბამისი დასკვნები.



აქტივობის აღწერა:  მოსწავლეებს ვყოფ ორ ჯგუფად. მოსწავლეები იწყებენ ჯგუფში მუშაობას: ატარებენექსპერიმენტს,  აღწერენ მსვლელობას და აანალიზებენ მიღებულ შედეგს.
თითოეული  ჯგუფი წარმოადგენს პრეზენტაციას,  აქტივობის დასასრულს გავცემ უკუკავშირს.



  ცდა I.

·         გაახურეთ სპირტქურის ალზე ლითონის ბირთვი, რომელიც თავისუფლად გადის რგოლში. დააკვირდით გავა თუ არა ბირთვი გახურების შემდეგ რგოლში?
·         დაელოდეთ ბირთვის გაცივებას და კვლავ შეამოწმეთ, გავა თუ არა ის რგოლში? ახსენით ცდის შედეგი.
ცდა II.

·         ცდის დაწყებამდე პოლიეთილენის ბოთლს ცივი წყალი გამოავლეთ.
·         ჩაუშვით გადმოყირავებული ცარიელი ბოთლი წყლით სავსე ჭურჭელში. შემოხვიეთ ხელისგულები ბოთლს და დაელოდეთ მცირე ხანს. აღწერეთ ცდის შედეგი. რატომ მოხდა ასე?
ცდა  III.

·         ჩაასხით შეფერილი წყალი კოლბაში იმ დონემდე, რომ ის ნაწილობრივ კოლბის თავსახურში გაყრილ მილშიც აღმოჩნდეს .
·         დაამაგრეთ კოლბა შტატივცის თათში და შეათბეთ წყალი სპირტქურის ალზე.
·         დააკვირდით წყლის დონეს მილში. რა მოხდა წყლის გათბობის შედეგად? ახსენიტ ცდის შედეგი.
აქტივობის დასასრულს გავცემ უკუკავშირს.
აქტივობა 5. გრაფიკის წაკითხვა, ანალიზი. დროის ხანგრძლივობა  5 წთ. ორგანიზების ფორმა: ჯგუფური.
     აქტივობის მიზანი. მოსწავლემ გააცნობიეროს წყლის გაფართოების თავისებურება.
აქტივობის აღწერა: მოსწავლეები მუშაობენ სახელმძღვანელოში არსებულ გრაფიკზე, რომელიც გვიჩვენებს როგორ იცვლება წყლის მოცულობა ტემპერატურის მიხედვით. პარალელურად პასუხობენ კითხვებზე.
  • როგორ იცვლება წყლის მოცულობა 00C- დან40C-მდე გათბობისას? როგორ იცვლება ამ დროს სიმკვრივე?
  • 00C-ზე უფრო მეტია წყლის სიმკვრივე თუ  40C-ზე?
  • რატომ ექცევა ყინულის საფარველი წყალს ზემოდან?
  • რატომ არ შეიძლება წყლის გაცივება საყინულეში მინის ჭურჭლით?
  • რატომ არ ტოვებენ უფროსები ზამთრობით ძლიერი ყინვების დროს, მანქანის რადიატორში წყალს?
აქტივობის დასასრულს გავცემ უკუკავშირს.


 აქტივობა 5. კითხვა-პასუხი. დროის ხანგრძლივობა  5 წთ. ორგანიზების ფორმა: ჯგუფური.
     აქტივობის მიზანი. მოსწავლემ გააცნობიეროს სითბური გაფართოების  გამოყენება ტექნიკასა და ყოფა-ცხოვრებაში.
აქტივობის აღწერა:  კლასი დაყოფილია ორ ჯგუფად. თითოეულ ჯგუფს ურიგდება ბარათზე დაწერილი  კითხვები. მოსწავლეები განიხილავენ ჯგუფში და დროის ამოწურვის შემდეგ აკეთებენ პრეზენტაციას.
დავალება  პირველი ჯგუფისთვის:
1. ხიდებზე  გარკვეული შუალედების შემდეგ გმაფართოებელი სახსარია ჩადგმული. როგორ ფიქრობთ, რატომ ?

 2. რკინიგზის ლიანდაგებზე რელსების დაგებისას მათ შორის შუალედებს ტოვებენ. რატომ?

3. როგორ ფიქრობთ, ერთნაირად ფართოვდება თუ არა მინა და წყალი?

დავალება  მეორე  ჯგუფისთვის:
1. ელექტროგადამცემ ხაზებს ანძებს შორის არ ჭიმავენ. რატომ??

  2.ერთნაირ პირობებში სქელი მინის ჭიქა უფრო გაუძლებს მასში მდუღარე წყლის ჩასხმას თუ თხელი? პასუხი დაასაბუთეთ.
3. მშენებლობაში ფართოდ გამოიყენება რკინა-ბეტონი-ბეტონის გამაგრებული ხსნარი, ჩასხმულია რკინის ცხაურში არმატურაში. თქვენი ვარაუდით, რკინისა და ბეტონის რომელმა თვისებამ განაპირობა მათი ერთად გამოყენება? პასუხი დაასაბუთეთ.
აქტივობის დასასრულს გავცემ უკუკავშირს.
აქტივობა 6. ვიდეო შეკითხვა.  დროის ხანგრძლივობა-2წთ. ორგანიზების ფორმა -მთელ კლასთან.
აქტივობის მიზანი:მოსწავლემ შეძლოს სხეულთა სითბური გაფართოების უნარის გამოყენება პრაქტიკული ამოცანის გადაჭრისას.
აქტივობის მსვლელობა: ეკრანზე გამოჩნდება ვიდეო შეკითხვა, რომელსაც სვამს მოსწავლე.:მოგესალმებით, როგორც ხედავთ ხელში მიჭირავს ჯემით სავსე ქილა, თქვენთვის მაქვს კითხვა: როგორ მოვხსნა თავსახური ქილას ძალდატანების გარეშე, გამოგიტყდებით ძალიან მიყვარს და ერთი სული მაქვს როდის შევექცევი.
აქტივობა 7. მინი ლექცია ჩართული დისკუსიაში. დროის ხანგრძლივობა: 5 წთ. ორგანიზების ფორმა: მთელ კლასთან
აქტივობის მიზანი:  მოსწავლეები გაეცნობიან სხვადასხვა სხეულების ერთნაირად გათბობისას მათი სხვადასხვანაირად გაფართოების უნარს.
აქტივობის აღწერა: ანიმაციის საშუალებით მოსწავლეები დააკვირდებიან                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                           ტემპერატურის ერთნაირად მომატებისას ბიმეტალური ფირფიტის (სპილენძი+ფოლადი) გაფართოების მოვლენას და უპასუხებენ კითხვებს:
·         გაითვალისწინე, რომ გათბობისას სპილენძი მეტად ფართოვდება, ვიდრე ფოლადი და ახსენი, რატომ დეფორმირდება ფირფიტა ტემპერატურის მომატებისას?
·         ბიმეტალური ფირფიტის ეს თვისება სად შეიძლება გამოყენებულ იქნას?

აქტივობა 8. კითხვებზე პასუხი. დროის ხანგრძლივობა: 7 ნთ.
აქტივობის მიზანი: მოსწავლემ შეძლოს სხვადასხვა ნივთიერების ერთნაირად სითბური გაფართოების თავისებურებების უნარის პრაქტიკულ გამოყენებაზე მსჯელობა.
აქტიბობის აღწერა:  მოსწავლეები პირველ ეტაპზე ახსნიან ვერცხლისწყლიანი ჩამრთველის მოქმედებას  სახელმძღვანელოში,  სურათზე გამოსახულ მოწყობილობაში. მეორე ეტაპზე ვიდეო მასალა საშუალებას მისცემს დააკვირდნენ ვერცხლისწყლიანი ჩამრთველის მოქმედებას.

რეფლექსია -შეჯამება. დროის ხანგრძლივობა 5 წთ.

მოკლედ ვაჯამებ გაკვეთილს და მოსწავლეებს ვურიგებ გასასვლელ ბილეთს.
გასასვლელი ბილეთი.
მოსწავლის სახელი, გვარი:   

თარიღი:

დაასრულეთ ქვემოთ მოცემული წინადადებები.

 განხილული საკითხებიდან

  1. ჩემთვის სიახლეს წარმოადგენდა..._________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________
  2. ჩემთვის ბუნდოვანი დარჩა..._______________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________



განმსაზღვრელი შეფასება: 2 წთ.
მოსწავლეებს ექნებათ შეფასების რუბრიკები და პრეზენტაციას შეაფასებენ.
საშ. დავალების მიცემა: 1 წთ.
ღრმა წყალსატევებში წყალი ბოლომდე არ იყინება. ახსენით რატომ?


















ანომალია (ბერძნული)-საერთო წესისაგან  გადახვევა, წესის დარღვევა.




·       როგორ იცვლება წყლის მოცულობა 00C- დან 40C-მდე გათბობისას? როგორ იცვლება ამ დროს სიმკვრივე?
·       00C-ზე უფრო მეტია წყლის სიმკვრივე თუ  40C-ზე?
·       რატომ ექცევა ყინულის საფარველი წყალს ზემოდან?
·       რატომ არ შეიძლება წყლის გაცივება საყინულეში მინის ჭურჭლით?
·       რატომ არ ტოვებენ უფროსები ზამთრობით ძლიერი ყინვების დროს, მანქანის რადიატორში წყალს?