პრობლემაზე ორიენტირებული
სამოდელო გაკვეთილის რეფლექსია
|
|
კითხვები
|
მასწავლებლის პასუხები
|
|
1.
|
რამ განაპირობა შერჩეული ტიპის გაკვეთილის ჩატარება?
|
პრობლემაზე დაფუძნებული სწავლება განსაკუთრებით ზრდის მოსწავლის მოტივაციას.
მოსწავლე ჩართულია აქტიურ სწავლაში, რის შედეგადაც სწავლა მისთვის უფრო საინტერესო
და სახალისო ხდება. მოსწავლეებში ავითარებს კრიტიკულ აზროვნებას.
|
|
2.
|
რა სარგებელი მიიღეს დამსწრე კოლეგებმა? მოსწავლეებმა?
|
გაკვეთილზე დამსწრე კოლეგებისთვის და მოსწავლეებისთვის ძალიან სასარგებლო აღმოჩნდა
ჩემ მიერ შერჩეული სტრატეგიის: „პრობლემის ხის“ გამოყენება..
პირველ რიგში ჩავუღრმავდით პრობლემას,განვსაზღვრეთ ის ძირითადი ფაქტორი, რაც ამ პრობლემას
განაპირობებდა. ჩამოვაყალიბეთ ის მიზეზები, რაც განსაზღვრავდა ამ ძირითად ფაქტორს.პრობლემა
დავისახეთ მიზნად. მიზეზები- ამოცანებად.
|
|
3.
|
იქნა თუ არა მიღწეული დასახული მიზნები?
|
დასახული მიზნები სრულად იქნა მიღწეული.
|
|
4.
|
რა შეიცვალა თქვენი და თქვენი კოლეგების პედაგოგიურ პრაქტიკაში ამ გაკვეთილის
ჩატარებით?
|
მე და ჩემმა კოლეგებმა ერთმანეთს
გავუზიარეთ აზრები გაკვეთილის შემდეგ, რამაც სარგებელი მომიტანა როგორც მე , ასევე
- მათ. კოლეგებისთვის ჩემ მიერ ჩატარებული გაკვეთილი ერთგვარ სტიმულად იქცა .
|
|
5.
|
სასწავლო პროცესის კონკრეტულად რა მხარეების განვითარებას/პრობლემის
დაძლევას შეუწყობს ხელს
|
ჩემ მიერ ჩატარებული გაკვეთილი ხელს შეუწყობს მოსწავლეებში პრობლემის
გადაჭრის გზების ძიების უნარის განვითარებას.
|
|
6.
|
რომელი აქტივობები წარიმართა გეგმის შესაბამისად?
|
გეგმის შესაბამისად წარიმართა გაკვეთილის ყველა ფაზაში შემავალი აქტივობები
|
|
7.
|
რომელი აქტივობები ვერ განხორციელდა და რატომ?
|
განხორციელდა აბსოლუტურად ყველა დაგეგმილი აქტივობა.
|
|
8.
|
რომელ კომპონენტში იყო გაკვეთილი ყველაზე წარმატებული და რატომ?
|
გაკვეთილი ყველაზე წარმატებული იყო იმ ფაზაში, სადაც მოსწავლეებმა წამოჭრეს
პრობლემის გადაჭრის გზები და არგუმენტირებულად დაასაბუთეს კიდეც.
|
|
9
|
რა საჭიროებს გაუმჯობესებას და როგორ?
|
დროის განაწილება, რადგან გადავაცილე საგაკვეთილო პროცესს. მომავალში
ვეცდები რეალურად გავწერო დრო.
|
|
10.
|
რას გავითვალისწინებ მომავალში მსგავსი ტიპის გაკვეთილის ჩატარებისას?
|
როგორც მოსწავლეთა თვითშეფასებებიდან გამოიკვეთა, ყველაზე მეტად მოეწონათ
ვირტუალურ ლაბორატორიაში პრაქტიკული ამოცანების განხორციელება. ეს მეც შევამჩნიე,
ყველაზე აქტიურად და ხალისით მუშაობდნენ. ამ აქტივობის ორგანიზების ფორმა იყო ჯგუფური.
მომავალში ვეცდები ინდივიდუალურად შეასრულონ მსგავსი ტიპის დავალება, თითოეულ მათგანს
ჰქონდა სურვილი თავად დამოუკიდებლად შეესრულებინათ.
|
No comments:
Post a Comment