ინტეგრირებული
(ფიზიკა-მათემატიკა)
სამოდელო გაკვეთილის გეგმა
მასწავლებლის
სახელი, გვარი: ნონა
ჯაკონია
პირადი ნომერი:62001008366
საგანი:ფიზიკა
სწავლების საფეხური
/ კლასი:საშუალო,
X I. სსსმ მოსწავლე არ არის.
მოსწავლეთა რაოდენობა:
11
გაკვეთილის
თემა:რადიოაქტიური დაშლის ძირითადი კანონი.
ნახევრად დაშლის პერიოდი.
თარიღი:20.05.19.
გაკვეთილის
მიზანი:
მოსწავლე შეძლებს;
- გააცნობიეროს
რადიოაქტიური დაშლის ინტენსივობის ძირითადი მახასიათებლის, ნახევრად დაშლის პერიოდის ფიზიკური არსი.
- მოდელირების საშუალებით აღწეროს რადიოაქტიური დაშლის ძირითადი კანონი.
- მათემატიკაში მაჩვენებლიანი და ლოგარითმული ფუნქციის შესწავლისას მიღებული ცოდნისა და უნარების
გადატანას ფიზიკაში, მოცემული თემის შესაბამისი ამოცანების ამოხსნის დასაუფლებლად.
წარმოდგენილი თემა და მიზანი შეესაბამება ე.ს.გ. ს ინდიკატორებს
ფიზ. XI.8. მოსწავლეს
შეუძლია ატომის აგებულება, რადიოაქტივობის და რადიოაქტიური გამოსხივების სახეების აღწერა.
- აღწერს რადიოაქტივობის მოვლენას, მსჯელობს ბირთვის
მდგრადობაზე.
მათ. XI.4. მოსწავლეს
შეუძლია პრაქტიკული საქმიანობიდან მიმდინარე პრობლემების გადაწყვეტა.
·
იყენებს რიცხვის
ხარისხსა და ლოგარითმს, ხარისხსა და ლოგარითმის თვისებებს პრაქტიკული საქმიანობიდან
ან მეცნიერების სხვადასხვა დარგებიდან მიმდინარე ამოცანების ამოხსნისას(მაგალითად,
ენტროპია ბიოლოგიასა და ფიზიკაში, რადიოაქტიური დაშლა და დათარიღების მეთოდები)
კვლ. XI. 1. მოსწავლეს
შეუძლია განსაზღვროს კვლევის საგანი და კვლევის ეტაპები.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
- განსაზღვრავს
და აყალიბებს კვლევის მიზანს;
- განსაზღვრავს
მუდმივ და ცვლად პარამეტრებს;
- განსაზღვრავს
მონაცემების აღრიცხვის ფორმებს (ცხრილებს, გრაფიკებს).
კვლ.. XI. 2. მოსწავლეს
შეუძლია კვლევითი პროცედურის განხორციელება/მონაცემების აღრიცხვა.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
- აწარმოებს
დაკვირვირვებას და/ან გაზომვებს, იღებს მონაცემებს;
- გეგმავს
და ატარებს ცდებს.
კვლ.. XI. 3. მოსწავლეს შეუძლია მონაცემთა წარმოდგენა სხვადასხვა
საკომუნიკაციო საშუალების გამოყენებით.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·
იყენებს სხვადასხვა ხერხს (ცხრილებს, გრაფიკებს) მონაცემთა
წარმოსადგენად.
კვლ.. XI. 4. მოსწავლეს შეუძლია მონაცემთა ანალიზი და შეფასება.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·
იყენებს ცხრილებსა და გრაფიკებს მონაცემებს ან ცვლადებს
შორის დამოკიდებულების აღსაწერად;
·
აანალიზებს მონაცემებს;
·
ადარებს დასკვნებს გამოთქმულ ვარაუდს, განასხვავების
შემთხვევაში ხსნის მიზეზებს.
N
|
აქტივობის აღწერა
|
გამოყენებული მეთოდი/მეთოდები
|
კლასის ორგანიზების ფორმა/ფორმები
|
სასწავლო რესურსები
|
დრო (წთ)
|
1
|
კლასის ორგანიზება
გავაცნობ მოსწავლეებს გაკვეთილის
მიზნებს, მოსალოდნელ შედეგებსა და
შეფასების რუბრიკას
|
ვერბალური
|
მთელ კლასთან
|
ფურცელზე წინასწარ დაწერილი გაკვეთილის მიზნები და მოსალოდნელი შედეგები.
შეფასების რუბრიკა
|
3 წთ.
|
2
|
საშინაო დავალების
შემოწმება.
მიზანი:
წინარე ცოდნის გააქტიურება. განმავითარებელი უკუკავშირის მიცემა.
აღწერა:
მასწავლებელი შეახსენებს მოსწავლეებს დავალებად მიცემულ სავარჯიშოებს.გამოსაძახებელი
ჩხირით შერჩეული მოსწავლე კითხულობს კითხვას, შემდეგი მოსწავლე პასუხობს, მესამე
მოსწავლე კი ამოწმებს, არის თუ არა პასუხი სწორი და ასაბუთებს რატომ? მასწავლებელი
გასცემს უკუკავშირს.
კლასი შეაფასებს „შუქნიშნების“ საშუალებით, „წითელი“ ნიშნავს არ ეთანხმება.„ყვითელი“ ნიშნავს რომ თავს იკავებს.,
„მწვანე“ ნიშნავს, რომ ეთანხმება.. აზრთა სხვადასხვაობის შემთხვევაში, მოსწავლეები
გამოთქვამენ თავის მოსაზრებას.
|
ინტერვიუ სამი ნაბიჯი
|
მთელ კლასთან
|
დაფა. ცარცი. შუქნიშნები
|
3 წთ
|
3
|
გავლილი მასალის
გამეორება კითხვა-პასუხის რეჟიმში:
1. რას ეწოდება რადიოაქტივობა?
2. რადიოაქტიური
დაშლისას როგორი სახის გარდაქმნები მიმდინარეობს, ქიმიური თუ ბირთვული?
3. საით
წაინაცვლებს პერიოდულ სისტემაში ალფა დაშლისას
მიღებული ქიმიური ელემენტი?
4. საით წაინაცვლებს
პერიოდულ სისტემაში ბეტა
დაშლისას მიღებული ქიმიური ელემენტი?
5. თქვენი
აზრით, გამაგამოსხივების
შემთხვევაში ხდება თუ არა ქიმიური ელემენტის
წანაცვლება პერიოდულ სისტემაში?
|
კითხვა-პასუხი
ვერბალური
|
მთელი კლასი
|
4წთ
|
|
4
5.
|
მინი ინტერაქტიული ლექცია.
მიზანი: ნახევრად დაშლის პერიოდის
არსში წვდომა.
აღწერა: მასწავლებელს, რადიოაქტიური
დაშლის პროცესის რაოდენობრივად აღსაწერად
შემოაქვს ახალი სიდიდე: ნახევრად დაშლის პერიოდი. ტერმინის “ნახევრად დაშლის პერიოდი“
-ის გასაცნობიერებლად მიმართავს კითხვით
მოსწავლეებს:
1. რა არის პერიოდი?
2. როგორ გესმით, ნახევრად დაშლა?
ამ კითხვებზე პასუხის მიღების შემდეგ მასწავლებელი იყენებს მანიპულატივებს,
მაგნიტების სახით და განასახიერებს რადიოაქტიურ
დაშლას.
პრაქტიკული სამუშაო.
მიზანი: რადიოაქტიური დაშლის
კანონის სამართლიანობის შემოწმება.
აღწერა:მასწავლებელიდაყოფს კლასს 2 ჯგუფად,
(ჯგუფში5 - 6 მოსწავლე) ფერადი სტიკერების გამოყენებით, შემთხვევითობის პრინციპით,
ვისაც ერთი ფერის სტიკერები შეხვდება ჯგუფში მოხვდებიან ერთად.
იყენებს მოდელირებას: რადიოაქტიური
ელემენტის ბირთვებს ადარებს მონეტებს.ჯგუფებს ურიგებს ყუთებს, თითოეულში 128 მონეტაა მოთავსებული და აძლევს ინსტრუქციას:
მოსწავლეებმა კარგად უნდა არიონ , დარიონ ყუთში მონეტები, ამის შემდეგ კი იწყებენ
იმ მონეტების ამოღებას ყუთიდან, რომელშიც მონეტების ის მხარე ჩანს, რომელსაც 5-იანი
აწერია.ეს ცდა უნდა გაიმეორონ ხუთჯერ, ყოველ დარჩენილ მონეტებზე. პარალელურად მონაცემები
შეაქვთ ცხრილში. (იხ. დანართი 1.). მონეტებს
აიგივებენ ბირთვებთან და
მიღებულ მონაცემებზე და თეორიულ მონაცემებზე დაყრდნობით აგებენრადიოაქტიური ატომების
დაუშლელი ბირთვების დროზე დამოკიდებულების გრაფიკს. (აქ უნდა მიიღონ ჰიპერბოლას შტო)
პრაქტიკულ ად მიღებულ მონაცემებს კი აღნიშნავენ გრაფიკზე ვარსკვლავების საშუალებით.
საჭიროების შემთხვევაში ჯგუფებს გავუწევ კონსულტაციას (დახმარებას),
დავუსვამ მიმართულების მიმცემ შეკითხვებს, რაც გაუადვილებს სამუშაოს შესრულებას.
აქტივობის დასასრულს გავცემ უკუკავშირს.
|
კითხვა-პასუხი
მოდელირება.
|
მთელ კლასთან
ჯგუფური სამუშაო
|
მაგნიტები
მონეტები, ყუთი, მარკერი, თაბახის ფურცლები,
სახაზავი.
|
3 წთ
8წთ.
|
6.
|
ნამუშევრების
პრეზენტაცია. პრეზენტაციას გააკეთებს ჯგუფიდან შერჩეული მოსწავლე.
|
ვერბალური
|
ჯგუფიდან ერთი
|
ფლიპჩარტი, სადაც წარმოდგენილი იქნება ჯგუფის
ნამუშევარი, დაფა, ჭიკარტები.
|
3წთ
|
7.
|
მინი ინტერაქციული
ლექცია.
მიზანი: რადიოაქტიური
დაშლის ძირითადი ფორმულის მიღება.
აღწერა:
მასწავლებელს კითხვა-პასუხის რეჟიმში და გრაფიკის ანალიზის საფუძველზე გამოჰყავს
რადიოაქტიური დაშლის ძირითადი ფორმულა .
|
ვერბალური
|
მთელი კლასი
|
პრეზენტაცია PowerPoint- ში შესრულებული.
|
5 წთ
|
8.
|
ამოცანების
ამოხსნა.
მიზანი:მოსწავლეებმა
მოახდინონ მათემატიკაში ნასწავლი მასალის
ტრანსფერი და დაეუფლონ ამოცანების ამოხსნას.
აქტივობის აღწერა:
მასწავლებელი მოსწავლეებს პროექტორის საშუალებით სთავაზობს ამოცანებს. (დანართი2.)
აძლევს დროს და ინსტრუქციას. ამოცანების ამოხსნა ხდება წყვილებში. მუშაობის
დასრულების შემდეგ შემთხვევითობის პრინციპით შერჩეულიწყვილი აკეთებს პრეზენტაციას..დანარჩენი მოსწავლეები
ეთანხმებიან , ან არ ეთანხმებიან..თოთოეული ამოცანის ამოხსნის შემდეეგ გავცემ უკუკავშირს.
ამოცანა 1.იოდის ნახევრად დაშლის პერიოდი უდრის 8 დღე-ღამეს. იოდის ატომების
საწყისი რაოდენობის რამდენი პროცენტი დარჩება 24 დღე-ღამის შემდეგ.
ამოცანა2. რადიოაქტიური ელემენტის აქტივობა მცირდება 2-ჯერ,4 დღის განმავლობაში,
განსაზღვრეთ მოცემული ელემენტის ნახევრად დასლის პერიოდი.
|
კითხვა-პასუხი
|
წყვილებში
|
კომპიუტერი,
პროექტორი
|
8წთ.
|
9.
|
გაკვეთილის
შეჯამებამოხდება ქვემოთ მოცემული შეკითხვების საშუალებით:
1. შეიძლება წინასწარ განისაზღვროს ,თუ რომელ
მომენტში დაიშლება რადიოაქტიური ბირთვი?
2. რომელი
ფორმულით გამოითვლება რადიოაქტიური დაშლის ძირითადი კანონი?
3. რას
განსაზღვრავს რადიოაქტიური დაშლის ძირითადი კანონი, დროის მოცემულ მომენტში დაშლილი
ბირთვების რიცხვს თუ დაუშლელი ბირთვების რიცხვს?
4. რა
პირობა უნდა იყოს დაცული, რომ რადიოაქტიური დაშლის ძირითადი კანონი იყოს ძალაში?
5. რას
ეწოდება ნახევრად დაშლის პერიოდი?
6. სხვადასხვა
სახის რადიოაქტიურ ატომებს აქვთ თუ არა ერთი და იგივე ნახევრად დაშლის პერიოდი?
|
კითხვა - პასუხი
|
მთელი კლასი
|
5 წთ
|
|
10.
|
რეფლექსია
: მოსწავლეები გამოხატავენ თავიანთ აზრს ამ გაკვეთილის
მიმართ „ სინქვეინის ‘’ საშუალებით.
გაკვეთილი
|
ვერბალური
|
მთელი კლასი
|
1წთ.
|
|
11.
|
შეფასება მოხდება რამოდენიმე მოსწავლის შეფასების რუბრიკის მიხედვით
საშინაო დავალება: § 6.5 -ის 2.ამოცანები 2,3 გვ 188. (ვაძლევ დავალების ინსტრუქციას, რომ ყურადღებით
გაეცნონ ამოცანებს და მათი ამოხსნის გზებს).
|
ვერბალური
|
მთელი კლასი
|
შეფასების რუბრიკა
სახელმძღვანელო
|
2 წთ
|
გაკვეთილის ბოლოს
მისაღწევი შედეგები:
·
გააცნობიერებენ ნახევრად დაშლის პერიოდის არსს.
·
მოსწავლეები
დაადგენენ რადიოაქტიური დაშლის ძირითად კანონს, რომლის საშუალებით გამოითვლება დაუშლელი ბირთვების
რაოდენობა დროის ნებისმიერ მომენტში და რომელსაც
დიდი პრაქტიკული გამოყენება აქვს.
·
განივითარებენ ტრანსფერის უნარს.
შეფასება: განმავითარებელი
,განმსაზღვრელი შეფასება
პრეზენტაციის
შეფასების კრიტერიუმები:
შეაფასეთ 8
-10 ქულით, თუ
წარმოდგენილი საკითხები ნათელი და გასაგებია. საუბრი გამართული და გასაგებია. არ ორჭოფობს,
საუბრობს დარწმუნებით. დასკვნები ლოგიკურია, კარგად არის ჩამოყალიბებული და ორიგინალურია,
პასუხობს ყველა კითხვას;
შეაფასეთ 6
-7 ქულით, თუ
საუბარი გამართული და გასაგებია. დასკვნები ლოგიკურია და კარგად არის ჩამოყალიბებული.
თითქმის ყველა კითხვას პასუხობს;
შეაფასეთ 4
-5 ქულით, თუ
საუბრისას ხშირად ჩერდება და იმეორებს ერთსა და იმავეს. დასკვნები გაუმართავი და ულოგიკოა.
პასუხები არ არის გამართული;
შეაფასეთ 1
-3 ქულით, თუ
დაბნეულია და გაუგებრად საუბრობს. დასკვნები არ არის გაკეთებული. უჭირს პასუხის გაცემა.
თანამშრომლობისჩეკლისტი(ჯგუფური მუშაობისას მოსწავლის თვითშეფასება)
დიახ
|
სხვისიდახმარებით
|
არა
|
მაგალითი
|
|
მეჯგუფშიბევრიდავალებისშესრულებაშემიძლია.
|
||||
ჩემთვისმისაღებიაჯგუფშიდავალებებისგანაწილება.
|
||||
მევასრულებ ყველაჩემთვისდავალებულამოცანას.
|
||||
მეშემიძლიადავეთანხმოგეგმასმაშინაც,
როდესაცისჩემიარაა.
|
||||
მესხვაადამიანებისიდეებსვიღებ.
|
||||
მეჩემსიდეებსნათლადგამოვხატავ.
|
||||
მევცდილობ,
რომსხვებსდავალების გაგებაშიდავეხმარო.
|
||||
მეჯგუფისსხვაწევრებსწავახალისებ.
|
||||
მეკითხვებსვსვამ,
რომმივიღოდაზუსტებულიინფორმაცია.
|
||||
მეუკუკავშირსდახმარებისმიზნით,
მეგობრულადვაწარმოებ.
|
||||
მევუსმენ,
როდესაცვინმესაუბრობს.
|
||||
მეპრობლემებისგადაწყვეტასვცდილობ.
|
დანართი 1.
n, t/T
|
N, ყუთში პრაქტიკულად მიღებული მონაცემები
|
N თ,
თეორიულად მიღებული
მონაცემები
|
0
|
128
|
|
1.
|
||
2.
|
||
3.
|
||
4.
|
||
5.
|
დანართი 2
ამოცანა 1. იოდის ნახევრად დაშლის
პერიოდი უდრის 8 დღე-ღამეს. იოდის ატომების საწყისი რაოდენობის რამდენი პროცენტი დარჩება
24 დღე-ღამის შემდეგ.
ამოცანა2. რადიოაქტიური ელემენტის აქტივობა მცირდება 2-ჯერ,4 დღის განმავლობაში,
განსაზღვრეთ მოცემული ელემენტის ნახევრად დასლის პერიოდი.
No comments:
Post a Comment