პრობლემაზე ორიენტირებული
გაკვეთილი ფიზიკაში: ტრანსფორმატორი
მასწავლებლის
სახელი, გვარი: ნონა ჯაკონია
პირადი ნომერი:
62001008366
საგანი: ფიზიკა
სწავლების საფეხური
/ კლასი:XI კლასი
მოსწავლეთა რაოდენობა:
11, სსსმ მოსწავლე არ არის
გაკვეთილის თემა:ტრანსფორმატორი
გაკვეთილის ტიპი:
პრობლემაზე ორიენტირებული
გაკვეთილის მიზანი:
მოსწავლემ შეძლოს:
·
დაადგინოს, ელექტროსადგურებიდან მომხმარებლამდე ელექტროენერგიის გადაცემის ეკონომიურად ხელსაყრელი გზა.
·
გაეცნოს
ტრანსფორმატორის აგებულებისა და მოქმედების პრინციპს.
·
განახორციელოს
პრაქტიკული ამოცანები ვირტუალურ ლაბორატორიაში.
·
შეაფასოს
ცვლადი დენის მნიშვნელობა ელექტრული ენერგიის გენერირებასა და გადაცემაში.
N
|
აქტივობის აღწერა
|
გამოყენებული მეთოდი/მეთოდები
|
კლასის ორგანიზების ფორმა/ფორმები
|
სასწავლო რესურსები
|
დრო (წთ)
|
1
|
კლასის ორგანიზება: მოსწავლეებს
გავაცნობ გაკვეთილის მიზნებს, მოსალოდნელ შედეგებსა და
შეფასების რუბრიკას
|
ვერბალური
|
მთელი კლასი
|
ფურცელზე წინასწარ დაწერილი გაკვეთილის მიზნები და მოსალოდნელი შედეგები.
შეფასების რუბრიკა
|
2წთ
|
2
|
ახალი მასალის კარგად გაგებისთვის,
ვააქტიურებ წინარე ცოდნას კითხვა-პასუხის რეჟიმში. გამოკითხვა მოხდება ქვემოთ მოცემული
შეკითხვების საშუალებით.
·
რა არის გენერატორი/
·
რა პრინციპს ემყარება ცვლადი დენის გენერატორის მუშაობა?
·
ჩამოაყალიბეთ ელექტრომაგნიტური ინდუქციის კანონი.
·
დაასახელეთ გენერატორის მთავარი ნაწილები.
·
რომელი ფორმულით გამოითვლება ელექტროენერგიის დანაკარგი
ხაზებში დენის გავლისას?
·
რომელი ფორმულით გამოითვლება დენის სიმძლავრე?
·
გამტარის წინაღობის გამოსათვლელი ფორმულა.
|
კითხვა-პასუხი
|
მთელი კლასი
|
მასწავლებლის კომპიუტერი, პროექტორი
|
8წთ
|
3
|
Ø ელექტროენერგიის გადაცემასთან
დაკავშირებული პრობლემის წამოჭრა და განხილვა:
ელექტროენერგიის
გადაცემისას წყაროდან მომხმარებლამდე ელექტროგადაცემის ხაზები ხურდება და შედეგად
ელექტროენერგიის ნაწილი იკარგება. იკვეთება პრობლემა: .
როგორ შევამციროთ
ენერგიის დანაკარგი გადამცემ ხაზებში?
Ø პრობლემის
გადაჭრის გზების ერთად ძიება.
ამ აქტივობის ფარგლებში ვსვამ მიმართულების მიმცემ
კითხვას.
განიხილონ ჯოულ-ლენცის კანონი და აღმოაჩინონ პრობლემის
გადაჭრის გზები.
(აქ
მოსწავლეები უნდა მივიდნენ დასკვნამდე, რომ ჯოულ-ლენცის კანონი, ამ პრობლემის გადჭრისორ
გზა ს უჩვენებს:
1.
შემცირდეს ელექტროგადამცემი ხაზების წინაღობა.
2. შემცირდეს ხაზებში გამავალი დენის ძალა.)
Ø პრობლემის
გადაჭრა:
კლასს ვყოფ ორ ჯგუფად. ერთი ჯგუფი განიხილავს პრობლემის
გადაწყვეტისერთ გზას და პარალელურად ხსნის ამოცანას, რომელიც დაეხმარება იმის გააზრებაში, რამდენად შეუძლებელია პრაქტიკულად
დიდგანივკვეთიანი სადენების გამოყენება ელექტროენერგიის გადასაცემად.
მეორე
ჯგუფი განიხილავს მეორე გზას და ასევე ხსნის
ამოცანას, რომელიც დაეხმარება იმის გააზრებაში,
რამდენად ხელსაყრელია, პრაქტიკულად ამ გზით ელექტროენერგიის გადაცემა.
საჭიროების
შემთხვევაში ჯგუფებს გავუწევ კონსულტაციას, დავუსვამ მიმართულების მიმცემ შეკითხვებს,
რაც გაუადვილებს სამუშაოს შესრულებას.(დავალებები ჯგუფებისთვის.იხ. დანართი 5)
|
დისკუსია
კეთებით სწავლება
|
ჯგუფური
|
ფლომასტერები.
თაბახის ფურცელზე დაწერილი დავალებები ჯგუფებისთვის.
დანართი 5
|
8წთ
|
4
|
თითეული ჯგუფი მოახდენს ნამუშევრის პრეზენტაციას.
|
ვერბალური
|
ჯგუფიდან ერთი
|
ფლიპჩარტი, სადაც წარმოდგენილი იქნება ჯგუფის
ნამუშევარი, დაფა, მაგნიტები.
|
5 წთ.
|
5
|
PowerPoint-ში
მომზადებული პრეზენტაციის საშუალებით აღვწერ ტრანსფორმატორის აგებულებას და მოქმედების პრინციპს.
|
ვერბალური, მინი-ლექცია
|
მთელი კლასი
|
მასწავლებლის კომპიუტერი, პროექტორი, PowerPoint - ში მომზადებული პრეზენტაცია
|
5 წთ
|
6
|
კლასს ვყოფ სამ ჯგუფად, ვაძლევ დეტალურ ინსტრუქციას ესქპერიმენტის ჩატარებასთან
დაკავშირებით: თითოეული ჯგუფი კომპიუტერში ჩართავს ვირტუალურ ლაბორატორიას
ჩაატარებენ ექსპერიმენტს, მოსწავლეებს
ევალებათ ისე შეცვალონ ხვიათა რაოდენობები ტრანსფორმატორის პირველად და მეორად გრაგნილებებზე,
რომ გამავალი ძაბვები შეესაბამებოდეს იქვე
არსებული ელექტროხელსაწყოების მოხმარების ძაბვებს,, გამოთვალონ ტრანსფორმატორის კოეფიციენტი,
განსაზღვრონ მათ მიერ შექმნილი ტრანსფორმატორი სადაბლებელია თუ ამამაღლებელი..
მიღებულ მონაცემებს გადაიტანენ
ფლიპჩარტებზე. გაანალიზებენ და გააკეთებენ
შესაბამის დასკვნებს.
|
ექსპერიმენტი
|
ჯგუფური
|
3 კომპიუტერი, სადაც დაინსტალირებულია ვირტუალური ლაბორატორია. ფლიფჩარტები,
ფლომასტერები.
|
5 წთ
|
7
|
ერთი ჯგუფი,შერჩეული შემთხვევითობის პრინციპით, მოახდენს ნამუშევრის
პრეზენტაციას, დანარჩენები შეაფასებენ „შუქნიშნების“
საშუალებით.აზრთა სხვადასხვაობის შემთხვევაში, მოსწავლეები გამოთქვამენ თავიანთ მოსაზრებებს.
|
პრეზენტაცია
|
3 წთ
|
||
8
|
გაკვეთილს შევაჯამებმოსწავლეთა დახმარებით, მოსწავლეებს შევაფასებ განმსაზღვრელი
და განმავითარებელი შეფასებით. ამის შემდეგ ვურიგებ გასასვლელ ბილეთს.
|
გასასვლელი ბილეთი
|
მთელი კლასი
|
შეფასების რუბრიკა
გასასვლელი ბილეთი. იხ. დანართი 6
|
8ყ წთ
|
7
|
დავალების მიცემა: დავალებად მივცემ, სახელმძღვანელოდან „ტრანსფორმატორი“ და ამოცანები ბასიაშვილის კრებულიდან: N454, N455, N456
|
„ფიზიკა“ XI
კლასის სახელმძღვანელო (ქ. ტატიშვილი) გაკვეთილი 5.4
|
1 წთ
|
გაკვეთილის ბოლოს
მისაღწევი შედეგები:
მოსწავლეები დადგენენ,
რომ ელექტროსადგურებიდან მომხმარებლამდე ელექტრული ენერგიის გადაცემისას აუცილებლად
მაღალი ძაბვით უნდა ისარგებლონ.
გაეცნობიან ტრანსფორმატორის
აგებულებას და მოქმედების პრინციპს.
დაადგენენ, როდისაა
ტრანსფორმატორი სამაღლებელი და სადაბლებელი.
რესურსი ვირტუალური
ლაბორატორიის.
გაკვეთილის ბოლოს
მისაღწევი შედეგები:
ესგ-ს შესაბამისობა:
ფიზ.
XI. 7. მოსწავლეს შეუძლია
ელექტრომაგნიტური რხევებისა და ტალღების დახასიათება.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·
აფასებს ცვლადი დენის მნიშვნელობას ელექტრული ენერგიის
გენერირებასა და გადაცემაში.
ფიზ.
XI. 1.
მოსწავლეს შეუძლია
განსაზღვროს კვლევის საგანი და კვლევის ეტაპები.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·
განსაზღვრავს და აყალიბებს კვლევის მიზანს;
·
განსაზღვრავს მუდმივ და ცვლად პარამეტრებს;
·
განსაზღვრავს მონაცემების აღრიცხვის ფორმებს (ცხრილებს,
გრაფიკებს).
ფიზ.
XI. 2.
მოსწავლეს შეუძლია
კვლევითი პროცედურის განხორციელება/მონაცემების აღრიცხვა.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·
აწარმოებს დაკვირვირვებას და/ან გაზომვებს, იღებს მონაცემებს;
·
გეგმავს და ატარებს ცდებს.
ფიზ. XI. 3.
მოსწავლეს შეუძლია
მონაცემთა წარმოდგენა სხვადასხვა საკომუნიკაციო საშუალების გამოყენებით.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·
იყენებს სხვადასხვა ხერხს (ცხრილებს, გრაფიკებს) მონაცემთა
წარმოსადგენად.
ფიზ. XI. 4.
მოსწავლეს შეუძლია
მონაცემთა ანალიზი და შეფასება.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·
იყენებს ცხრილებსა და გრაფიკებს მონაცემებს ან ცვლადებს
შორის დამოკიდებულების აღსაწერად;
·
აანალიზებს მონაცემებს;
·
ადარებს დასკვნებს გამოთქმულ ვარაუდს, განასხვავების
შემთხვევაში ხსნის მიზეზებს.
დანართი 1შეფასება:
პრეზენტაციის შეფასების რუბრიკა
1 - 3
|
4 - 5
|
6 - 7
|
8 - 10
|
|
თემის გასაგებად წარმოდგენა
|
დარღვეულია ლოგიკა და ბუნდოვანია
|
ნაწილობრივ გასაგებია და განმარტებას
მოითხოვს
|
ლოგიკურად არის აგებული, შეინიშნება
მცირედი ხარვეზები
|
თემა ლოგიკურად არის აგებული, წარმოდგენილი
წაკითხები ნათელი და გასაგებია
|
საუბარი
|
დაბენულია და გაუგებრად საუბრობს
|
ხშირად ჩერდება და იმეორებს ერთსა
და იმავეს
|
გამართული და გასაგებია
|
გამართული და გასაგებია. არ ორჭოფობს,
საუბრობს დარწმუნებით
|
თვალსაჩინოების გამოყენება
|
არ იყენებს
|
იყენებს მწირად
|
იყენებს დიაგრამებსა და ცხრილებს
|
მიზნობრივად იყენებს დიაგრამებს
და ცხრილებს
|
დასკვნები
|
არ არის გაკეთებული
|
დასკვნები გაუმართავი და ულოგიკოა
|
ლოგიკურია და კარგად არის ჩამოყალიბებული,
თუმცა მცირედი ხარვეზებით
|
ლოგიკურია, კარგად არის ჩამოყალიებებული
და ორიგინალურია
|
დანართი 2.
ჯგუფური მუშაობის შეფასების რუბრიკა (ურთიერთშეფასება)
შეფასების სკალა:
1-არ ვეთანხმები; 2-ნაკლებად ვეთანხმები; 3-უმეტესად
ვეთანხმები; 4-სრულად ვეთანხმები.
შეფასების კრიტერიუმები
|
ჯგუფის წევრი:
|
ჯგუფის წევრი:
|
ჯგუფის წევრი:
|
გააზრებული აქვს აქტივობასთან დაკავშირებული საკითხები/ცნებები
|
|||
შეაქვს მნიშვნელოვანი წვლილი ჯგუფის მუშაობაში
|
|||
ასრულებს დავალებას დროულად
|
დანართი 3.
თვითშეფასების რუბრიკა
შეფასების სკალა:
1 - არ ვეთანხმები; 2 - ნაკლებად ვეთანხმები; 3 - უმეტესად ვეთანხმები; 4 - სრულად ვეთანხმები.
შეფასების კრიტერიუმი
|
1
|
2
|
3
|
4
|
ჯგუფური მუშაობისას თავს ვგრძნობდი კომფორტულად
|
||||
ჯგუფის ყველა წევრი პატივს სცემდა ჩემს აზრს
|
||||
ჯგუფში დავალებები შესაძლებლობების გათვალისწინებით იყო დიფერენცირებული
|
დანართი 4.
მოსწავლის რეფლექსია:
ü დღეს
მე გავიგე . . .
ü მე
შევძელი . . .
ü რთული
იყო . . .
ü მე
რომ მასწავლებელი ვიყო . . .
დანართი 5:
დავალება პირველი
ჯგუფისთვის:
განიხილეთ ჯგუფში პრობლემის გადაჭრის პირველი გზა: სადენების წინაღობის შემცირება.
·
როგორ მიიღწევა ეს?
·
შეეცადეთ, პრობლემის გადაწყვეტის გზა ამოცანის ამოხსნით
აჩვენოთ.
ვთქვათ, ელექტროსადგურის გენერატორის სიმძლავრეა 200 კვტ, გენერატორის ძაბვა უდრის 120 ვ. გენერატორის
მიერ გამომუშავებული ენერგია საჭიროა გადაეცეს სადგურიდან 10 კმ მანძილზე სპილენძის
მავთულით..როგორი უნდა იყოს მავთულის განივკვეთის ფართობი და მასა, რომ გადაცემის ხაზში
დანაკარგი არ აღემატებოდეს გადაცემული სიმძლავრის 10 %-ს.
დავალება მეორე
ჯგუფისთვის:
განიხილეთ ჯგუფში პრობლემის მოგვარების მეორე გზა: ელექტრული
დენის შემცირება.
·
როგორ მიიღწევა ეს?
·
შეეცადეთ, პრობლემის გადაწყვეტის გზა ამოცანის ამოხსნით
აჩვენოთ.
ვთქვათ, ელექტროსადგურზე მუდმივი დენის გენერატორის
სიმძლავრე არის 200 კვტ, გენერატორის ძაბვა უდრის 120 ვ. გენერატორის მიერ გამომუშავებული
ენერგია საჭიროა გადაეცეს სადგურიდან 10 კმ მანძილზე სპილენძის მავთულით 12000 ვ ძაბვით.
როგორი უნდა იყოს მავთულის განივკვეთის ფართობი
და მასა, რომ
გადაცემის ხაზში დანაკარგი არ აღემატებოდეს
გადაცემული სიმძლავრის 10%-ს.
დანართი 6.
გასასვლელი
ბილეთი.
მოსწავლის
სახელი, გვარი
|
|
რას ნიშნავს ტერმინები: „ტრანსფორმაცია“,
„ტრანსფორმატორი“?
|
|
რა
პრინციპს ემყარება ცვლადი დენის ტრანსფორმატორის მუშაობა?
|
|
ტრანსფორმატორის
კოეფიციენტის გამოსათვლელი ფორმულა.
|
|
ენერგიის
მუდმივობის კანონის თანახმად, როგორ აისახება ტრანსფორმატორში ძაბვების უკუპროპორციული
დამოკიდებულება დენზე?(ფორმულა)
|
|
რატომ
ვამბობთ, რომ ტრანსფორმატორი ენერგიის თითქმის აბსოლუტური გარდამქმნელია?(მქკ)
|
|
რა
უპირატესობა გააჩნია ცვლად დენს მუდმივთან შედარებით ?
|
|
რა
უპირატესობა გააჩნია ელექტროენერგიას სხვა ენერგიებთან შედარებით?
|
გაკვეთილის მიზანი:
მოსწავლემ შეძლოს:
·
დაადგინოს, ელექტროსადგურებიდან მომხმარებლამდე ელექტროენერგიის გადაცემის ეკონომიურად ხელსაყრელი გზა.
·
გაეცნოს ტრანსფორმატორის აგებულებისა და მოქმედების
პრინციპს.
·
განახორციელოს პრაქტიკული ამოცანები ვირტუალურ ლაბორატორიაში.
·
შეაფასოს ცვლადი დენის მნიშვნელობა ელექტრული ენერგიის
გენერირებასა და გადაცემაში.
No comments:
Post a Comment