ინტეგრირებული ფიზიკა+მათემატიკა
სამოდელო გაკვეთილის რეფლექსია
|
კითხვები
|
მასწავლებლის პასუხები
|
1.
|
რამ განაპირობა შერჩეული ტიპის გაკვეთილის ჩატარება?
|
მათემატიკის მასწავლებლებთან მჭიდრო თანამშრომლობისას გამოიკვეთა , რომ
დიდია ინტერესი მოსწავლეების მხრიდან, თუ სად შეიძლება გამოყენებულ იქნას მაჩვენებლიანი
და ლოგარითმული ფუწქციის შესწავლისას მიღებული ცოდნა და უნარები. ამიტომაც გადავწყვიტე ინტეგრირებული
გაკვეთილის ჩატარება თემაზე“რადიოაქტიური დაშლის ძირითადი კანონი. ნახევრად დაშლის
პერიოდი.“ინტეგრირებულ გაკვეთილზე მოსწავლეს აქვს ღრმა და საფუძვლიანი ცოდნის მიღების
საშუალება სხვადასხვა საგნიდან მიღებული ინფორმაციის გამოყენების გზით.
|
2.
|
რა სარგებელი მიიღეს დამსწრე კოლეგებმა? მოსწავლეებმა?
|
გაკვეთილზე დამსწრე კოლეგებისთვის და მოსწავლეებისთვის ძალიან სასარგებლო აღმოჩნდა
ჩემ მიერ შერჩეული მეთოდი: სწავლება მოდელების საშუალებით, რომელმაც უზრუნველყო მოსწავლის
ჩართვა საგნის პრაქტიკულ შესწავლაში. პირდაპირი გაგებით, მოსწავლე „საკუთარი ხელებით“
აგებდა ცოდნას მანიპულატივების გამოყენებით. უკეთ აითვისესმასალა. პრაქტიკული დავალების
სარგებელი გახლდათ ის, რომ მოსწავლეს მისცა
გაცნობიერებული, დინამიური, სახალისო სწავლის საშუალება.მიღწეულმაშედეგმაგააძლიერამათითვითრწმენა,კმაყოფილება
შესრულებული სამუშაოს გამო.
|
3.
|
იქნა თუ არა მიღწეული დასახული მიზნები?
|
დასახული მიზნები სრულად იქნა მიღწეული.
|
4.
|
რა შეიცვალა თქვენი და თქვენი კოლეგების პედაგოგიურ პრაქტიკაში ამ გაკვეთილის
ჩატარებით?
|
მე და ჩემმა კოლეგებმა ერთმანეთს
გავუზიარეთ აზრები გაკვეთილის შემდეგ, რამაც სარგებელი მომიტანა როგორც მე , ასევე
- მათ. კოლეგებისთვის ჩემ მიერ ჩატარებული გაკვეთილი ერთგვარ სტიმულად იქცა .
|
5.
|
სასწავლო პროცესის კონკრეტულად რა მხარეების განვითარებას/პრობლემის
დაძლევას შეუწყობს ხელს
|
ჩემ მიერ ჩატარებული გაკვეთილი ხელს შეუწყობს მოსწავლეებს ჩამოუყალიბდეს
ერთი სფეროდან მეორეში ცოდნის გადატანის უნარი, რაც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს
ანალიტიკური აზროვნებისა და განზოგადების უნარის განვითარებას, ცოდნის გამთლიანებასა
და ასევე შეძენილი ცოდნისა და უნარების ერთი სფეროდან მეორეში გადატანას, რასაც „ტარანსფერს“
უწოდებენ.
|
6.
|
რომელი აქტივობები წარიმართა გეგმის შესაბამისად?
|
გეგმის შესაბამისად წარიმართა გაკვეთილის ყველა ფაზაში შემავალი აქტივობები
|
7.
|
რომელი აქტივობები ვერ განხორციელდა და რატომ?
|
განხორციელდა აბსოლუტურად ყველა დაგეგმილი აქტივობა.
|
8.
|
რომელ კომპონენტში იყო გაკვეთილი ყველაზე წარმატებული და რატომ?
|
გაკვეთილი ყველაზე წარმატებული იყო იმ ფაზაში, სადაც მოსწავლეებმა შეარულეს
პრაქტიკული დავალება მანიპულატივების გამოყენებით, რადგან ეს აქტივობა ეფექტური აღმოჩნდა
ყველანაირი სწავლის სტილის მქონე მოსწავლეებისთვის.
მოტივაცია და შესაბამისად ჩართულობა საკმაოდ მაღალი იყო.
|
9
|
.რა საჭიროებს გაუმჯობესებას და როგორ?
|
მოსწავლეებმა ორიდან ერთი ამოცანა შეცდომით ამოხსნეს. რაც, ვფიქრობ ნაკლებად
მკაფიო ინსრუქციით იყო განპირობებული, რომელიც არ შეიცავდა ყველა სავარაუდო შეცდომის
პრევენციას. უმჯობესი იქნებოდა ერთი მაგალითი თავად მათემატიკის სახელმძღვანელოდან
ამეღო და ამის შემდეგ მომეხდინა ტრანსფერი.
|
10.
|
რას გავითვალისწინებ მომავალში მსგავსი ტიპის გაკვეთილის ჩატარებისას?
|
საბოლოო ჯამში, ჩატარებული გაკვეთილით კმაყოფილი ვარ, ვფიქრობ, მივაღწიე
დასახულ მიზანს, გამოვლენილი ხარვეზის ანალიზი კი დამეხმარება უფრო სრულყოფილი გაკვეთილის
დაგეგმვასა და განხორციელებაში.
|
No comments:
Post a Comment