სტანდარტული გაკვეთილი 1



გაკვეთილის გეგმა
მასწავლებელი:   ნონა ჯაკონია
საგანი: ფიზიკა
კლასი:  XI
თემა: მექანიკური რხევა
დრო: 45 წთ.
მოსწავლეთა პროფილი:  9 მოსწავლე
გაკვეთილის მიზანი:  მოსწავლე  შეძლებს გამოიკვლიოს სამეცნიერო ეტაპების  გათვალისწინებით ძაფზე დაკიდებული ბურთულის რხევის მახასიათებელი პარამეტრების ურთიერთდამოკიდებულება  და გაანალიზოს მათ შორის რაოდენობრივი კავშირი.
ეროვნული სასწავლო გეგმის სტანდარტი:
ფიზ.XI.5   მოსწავლეს შეუძლია მექანიკური რხევებისა და ტალღების დახასიათება.
ინდ.  1.გეგმავს  და ატარებს ცდებს სხეულთა მექანიკური რხევების შესასწავლად, ატარებს შესაბამის გაზომვებს და აღწერს კავშირს რხევის მახასიათებელ სიდიდეებს შორის.
ინდ.2. აანალიზებს რაოდენობრივ კავშირს რხევის მახასიათებელ ფიზიკურ სიდიდეებს შორის.
კვლ. XI. 1. მოსწავლეს შეუძლია განსაზღვროს კვლევის საგანი და კვლევის ეტაპები.
კვლ. XI. 2. მოსწავლეს შეუძლია კვლევითი პროცედურის განხორციელება/მონაცემების აღრიცხვა.
კვლ. XI. 4. მოსწავლეს შეუძლია მონაცემთა ანალიზი და შეფასება.
საჭირო წინარე ცოდნა და უნარ-ჩვევები:მოსწავლემ უნდა იცოდეს მექანიკური რხევის მახასიათებელი პარამეტრები: ამპლიტუდა, რხევის პერიოდი , რხევის სიხშირე. პერიოდისა და სიხშირის გამოსათვლელი ფორმულები.
შეფასება და თვითშეფასება: განმავითარებელი  და განმსაზღვრელი შეფასება.
განმავითარებელი შეფასების ინსტრუმენტები:  გასასვლელი ბილეთები. ზეპირსიტყვიერი უკუკავშირი, წამახალისებელი მითითებები, დაკვირვების ოქმი.




მოსწავლის ჯგუფში მუშაობის დაკვირვების ოქმის ნიმუში:



კრიტერიუმები
მოსწავლე 1
მოსწავლე 2
კომენტარი
ჩართულობა



თანამშრომლობა



ყურადღების კონცენტრაცია



დროის ლიმიტის დაცვა






ჯგუფში მუშაობის თვითშეფასების ცხრილი:
მაგალითები იმისა, თუ როგორ დავეხმარე ჯგუფს დავალების შესრულებაში
1.

2.

3.

დავალებაზე მუშაობისას ყველაზე მეტად მომეწონა




დავალებაზე მუშაობისას მე გავიგე

















განმსაზღვრელი შეფასების რუბრიკა:

კვლევის პრეზენტაცია:


არადამაკმაყოფილებელი
(1-3 ქულა)
დამაკმაყოფილებელი
(4-5 ქულა)
კარგი
(6-7 ქულა)
ძალიან კარგი
(8-10 ქულა)
არასწორად აყალიბებს  კვლევის მიზანს, ვერ აყალიბებეს ვარაუდს, ვერ აღწერს ან არასწორად აღწერს ცდის შედეგებს, ვერ ახერხებს მონაცემთა წარმოდგენას ცხრილის სახით. ვერ აანალიზებს შედეგებს, ვერ აკეთებს დასკვნებს, ვერ იცავს დროის ლიმიტს.
ნაწილობრივ  სწორად აყალიბებს მიზანს. აყალიბებს, მაგრამ ვერ ასაბუთებს თავის ვარაუდს. ჩამოთვლის კვლევის პროცესის  ზოგიერთ ეტაპს. აღწერს ცდის შედეგს ნაწილობრივ და უსისტემოდ. მონაცემებს წარმოადგენს ნაწილობრივ სწორად ცხრილის სახით.ნაწილობრივ აანალიზებს ამ შდეგებს.აკეთებს ნაწილობრივ სწორ დასკვნებს. ნაწილობრივ იცავს დროის ლიმიტს.




აყალიბებეს კვლევის მიზანს. აყალიბებს და ნაწილობრივ ასაბუთებს თავის ვარაუდს. აღწერს ცდის შედეგებს სრულად, მაგრამ უსისტემოდ. მონაცემებს წარმოადგენს არასრულყოფილად ცხრილის სახით. აანალიზებს შედეგებს. აკეთებს ძირითად დასკვნებს. იცავს დროის ლიმიტს.
სრულყოფილად აყალიბებს კვლევის მიზანს, აყალიბებს და ასაბუთებს თავის ვარაუდს. აღწერს ცდის შედეგებს სრულად. მონაცემებს წარმოადგენს უშეცდომოდ  ცხრილის სახით, აკეთებს მონაცემთა ანალიზს და სრულფასოვან დასკვნებს. შეუძლია შეძენილი ცოდნის ინტერპრეტაცია.ზედმიწევნით იცავს დროის ლიმიტს.
მოსწავლეზე  ორიენტირებული
სწავლის მიდგომა
კვლევაზე დაფუძნებული სწავლება
სასწავლო მასალა და რესურსები:თითოეული ჯგუფისთვისმე-11 კლ. სახელმძღვანელლო, ფლიპჩარტის ფუცლები, მარკერები,შტატივი 1 ცალი, ძაფი, სახაზავი, საწონები, წამმზომი.



აქტივობა N 2. ტესტი. ხანგრძლივობა  - 5 წთ. ორგანიზების ფორმა: ინდივიდუალური
აქტივობის მიზანი: წინარე ცოდნის გააქტიურება.
აქტივობის აღწერა: მოსწავლეებს მაგიდაზე ხვდებათ ტესტი (დანართი 5) და ამ ტესტის პასუხების  ფურცელი (დანართი 6). დავალების დასრულების შემდეგ  მოსწავლეები მოახდენენ თვითშეფასებას. ( პასუხები გამოჩნდება ეკრანზე) (დანართი 7)

წინარე ცოდნის შემოწმება
I.             ჩაწერეთ ფიზიკური სიდიდეების აღმნიშვნელი სიმბოლოები და მათი საზომი ერთეულები SI სისტემაში.

1.      თავისუფალი ვარდნის აჩქარება;
2.       სიჩქარე;
3.       რხევის ამპლიტუდა,
4.       რხევის პერიოდი;
5.      მასა
6.       რხევის სიხშირე;
7.      ქანქარის სიგრძე.

II.                  დაასრულეეთ წინადადებები ;                                                                                                                                                 1. მოძრაობას, რომლის დროსაც სხეული წონასწორობის მდებარეობიდან ხან ერთ, ხან მეორე მხარეს გადაადგილდება,  ................ეწოდება.
2.       დროის შუალედს, რომლის განმავლობაშიც სრულდება ერთი სრული რხევა ............ეწოდება.
3.      რხევის პერიოდი და სიხშირე ................სიდიდეებია.
4.       დროის ერთეულში შესრულებულ რხევათა რიცხვს რხევის.........ეწოდება.
5.       რხევითი მოძრაობისას მერხევი სხეულის სიჩქარე წონასწორბის მდგომარეობის გავლისას .........., ხოლო კიდურა წერტილებში  ........... ტოლია



III.         აღმოაჩინე შეცდომები:
1.      T=n/t
2.        ν=t/n
3.       T=1/ν
4.       ν=1/T
IV.         ამოხსენით ამოცანები:
1.       როდესაც განათების ქსელში ძაბვის ცვლილებების სიხშირე 50 ჰც-ია , მაშინ რხევის პერიოდია....
2.       თუ ქანქარა 5 წმ-ში  ასრულებს 10 რხევას, მაშინ რხევის სიხშირეა...
3.       თუ ქანქარა 5 წმ-ში ასრულებს 10 რხევას,მაშინ რხევის პერიოდია ...
4.       მერხევი სხეულის ამპლიტუდა 5 სმ-ია. რა მანძილს გაივლის ტვირთი ¼ T, ½ T და  T  დროში?

შეამოწმე შენი ცოდნა

                 I.1. g, [მ/წმ2]        II.  1. მექანიკური რხევა                 III. 1. T=t/n                     IV. 1. 0,02წმ
2. υ,[მ/წმ]               2. პერიოდი                                       2.   ν=n/t                            2.  2 ჰც
3. A, [მ]3. ურთიერთშებრუნებული          3. T=1/ν                             3. 0,5 წმ
4. T,  [წმ] 4. სიხშირე                                          4. ν=1/T                            4. 5[M1] მ; 10მ; 20მ.
5. m,  [კგ]               5. მაქსიმალურია, ნულის
6. ν, [ჰც]
7. l, [მ ]




შეფასება:
თითოეული სწორი პასუხი შეაფასდება  0.5 ქულით. საბოლოო ქულის გამოსაყვანად სწორი პასუხების რაოდენობა გამრავლდება 0,5 ქულაზე.

აქტივობა 3.  ექსპერიმენტის ჩატარება. ხანგრძლივობა 15 წთ. ორგანიზების ფორმა: ჯგუფური.აქტივობის მიზანი: სამეცნიერო მეთოდის ეტაპების გამოყენება ფიზიკურ ექსპერიმენტში ძაფზე დაკიდებული ბურთულის რხევის პერიოდის ამპლიტუდაზე, ბურთულის მასაზე, ძაფის სიგრძეზე დამოკიდებულების დასადგენად.
სამოტივაციო კითხვა:მოცემულია სამი ძაფიანი ქანქარა,  ორი  ქანქარის ძაფის სიგრძე  არის ერთნაირი.  ორი ქანქარის ტვირთის მასა  კი - ერთნაირი. თქვენ უნდა ამოირჩიოთ ქანქარები ერთნაირი  რხევის პერიოდით.
გალილეო გალილეის სურათიმოსწავლეებს ვუყვები  იმ ლეგენდას, რომელიც გალილეო გალილეის ცხოვრების ერთ ეპიზოდს უკავშირდება: 19 წლისა იყო გალილეო გალილეი, როცა პიზის დიდ კათედრალურ ტაძარში მისი ყურადღება ერთნაირი სიგრძის გრძელ ჯაჭვებზე დაკიდებული სხვადასხვა ზომის ჭაღების მოძრაობამ მიიპყრო: როცა ღვთისმსახურების დაწყების წინ სანთლეები აანთეს, ჭაღებს უნებურად უბიძგეს და ჭაღებმა რხევა დაიწყო. გალილეის საათი და მით უმეტეს, წამმზომი იმ დროისთვის არ ჰქონდა და მან ჭაღების რხევის პერიოდის ასათვლელად საკუთარი პულსის სიხშირე გამოიყენა.
გალილეიმ შეამჩნია მოვლენა, რომელმაც მისი გაკვირვება გამოიწვია, ფაქტი, რომელმაც გალილეი გააკვირვება გამოიწვია არ შეცვლილა მას შემდეგაც, რაც ჭაღების რხევა თანდათან მიილია... როგორ ფიქრობთ, რამ გამოიწვია გალილეის გაკვირვება.ჭაღის როლში გამოიყენეთ გრძელ ძაფზე დაკიდებული მძიმე სხეული, რომლის ზომა ბევრად ნაკლებია ძაფის სიგრძეზე და დაადგინეთ მისი რხევის მახასიათებელი პარამეტერების ურთიერთდამოკიდებულება.
საბუნებისმეტყველო საგნებში სწავლების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ამოცანაა მოსწავლეებში სამეცნიერო კვლევის უნარ-ჩვევების განვითარება. კვლევაზე დაფუძნებული სწავლება მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც იმეორებს მოსწავლე რეალურ  მეცნიერულ სამუშაოს და გადააქვს მისი ძირითადი პრინციპები სასწავლო პროცესში.
დღეს თქვენ იქნებით მეცნიერ-მუშაკები  და სამეცნიერო მეთოდის ეტაპების გათვალისწინებით განახორციელებთ კვლევით სამუშაოს.

აქტივობა N 2 . სამეცნიერო მეთოდის ეტაპების ქრონოლოგიური თანმიმდევრობით დალაგება. ხანგრძლივობა -2 წთ. ორგანიზების ფორმა: ჯგუფური
თითოეული ჯგუფის მაგიდაზე დევს სამეცნიერო მეთოდის ეტაპები არეულად,  თქვენ კი  მოგიწევთ ქრონოლოგიური თანმიმდევრობით დალაგება.

1.      საკვლევი შეკითხვის დასმა.
2.      ინფორმაციის მოძიება და მოკრება.
3.      ვარაუდის გამოთქმა.
4.      ცდის/ექსპერიმენტის ჩატარება.
5.      მონაცემების ანალიზი და დასკვნა.
6.      შედეგების გაზიარება/გამოქვეყნება.



მოსწავლეები მსჯელობენ, სვამენ კითხვებს და აყალიბებენ საკვლევ შეკითხვას. თუ საჭიროება მოითხოვს ვეხმარები საკვლევი შეკითხვის სრულყოფილად ჩამოყალიბებაში.რის შემდეგ გამოთქვამენ ვარაუდებს და დაგეგმავენ ექსპერიმენტს.

საკვლევი შეკითხვა: არის თუ არა დამოკიდებული ძაფზე დაკიდებული ტვირთის რხევის პერიოდი რხევის ამპლიტუდაზე, ტვირთის მასაზე, ქანქარის სიგრძეზე და როგორ?
დავალება N 1 ჯგუფისთვის                                                                                                                                                        მიზანი: გამოიკვლიეთ ძაფზე დაკიდებული ტვირთის რხევის პერიოდის დამოკიდებულება რხევის ამპლიტუდაზე.
დავალება N 2 ჯგუფისთვის:                                                                                                  მიზანი: გამოიკვლიეთ ძაფზე დაკიდებული ტვირთის რხევის პერიოდის დამოკიდებულება მასაზე.
დავალება N 3ჯგუფის                                                                                                                                                       მიზანი: გამოიკვლიეთ ძაფზე დაკიდებული ტვირთის რხევის პერიოდის დამოკიდებულება ძაფის სიგრძეზე.
ექსპერიმენტისთვის განკუთვნილი დროის გასვლის შემდეგ ჯგუფები წარადგენს პრეზენტაციას მთელი კლასის წინაშე. ისინი წარმოადგენენცდის შედეგებს.
მასწავლებელი
ვაჯამებ ჯგუფების მიერ წარმოდგენილ შედეგებს და საბოლოო დასკვნის სახით ჩამოვაყალიბებ.
აქტივობა N 4. მმმ სტრატეგიის გამოყენება. ხანგრძლივობა 10 წთ. ორგანიზების ფორმა: ჯგუფური.ცდით მიღებული შედეგები გადავა მტკიცებაში. მოსწავლეებმა უნდა წარმოადგინონ მტკიცებულება  და მსჯელობა.
       დავალება პირველი ჯგუფისთვის

1.      მტკიცება: ქანქარის რხევის პერიოდი  არის დამოკიდებულიქანქარის სიგრძეზე.
მტკიცებულება:
მსჯელობა:

დავალება მეორე ჯგუფისთვის:
2.    მტკიცება: ქანქარის რხევის პერიოდი არ არის დამოკიდებული  ტვირთის მასაზე
მტკიცებულება:
მსჯელობა:

დავალება მესამე ჯგუფისთვის
3.    მტკიცება: ქანქარის რხევის პერიოდი  არ არის დამოკიდებულია ქანქარის ამპლიტუდაზე.
მტკიცებულება:
მსჯელობა:
   მასწავლებელი: ძაფიანი ქანქარის რხევის პერიოდი გამოითვლება ფორმულით: T=2πl/g



რეფლექსია-შეჯამება. აქტივობა 4 .გასასვლელი ბილეთი.     დროის ხანგრძლივობა 5 წთ. ორგანიზების ფორმა:  ინდივიდუალური.
აქტივობის მიზანი:  მოსწავლის გაგებისა  და  ანალიზის უნარის შემოწმება. 
























გასასვლელი ბილეთი.
მოსწავლის სახელი, გვარი

მათემატიკური ქანქარის რხევის პერიოდი გამოითვლება ფორმულით

მათემატიკური ქანქარის რხევის პერიოდი დამოკიდებულია...

შეიცვლება თუ არა საქანელას რხევის პერიოდი თუკი მასზე  ერთი ადამიანის ნაცვლად დაჯდება ორი ადამიანი?

როგორ შეიცვლება მათემატიკური ქანქარის რხევის პერიოდი, თუ ქანქარის სიგრძეს შევამცირებთ 9-ჯერ?

საათი ჩამორჩება. გავზარდოთ თუ შევამციროთ ქანქარის სიგრძე , რათა საათმა ზუსტად აჩვენოს?

განმსაზღვრელი შეფასება. დროის ხანგრძლივობა  3 წთ
საშინაო დავალების მიცემა. დროის ხანგრძლივობა 2 წთ.







რეფლექსია :  მინდა  მადლობა გადაგიხადოთ თანამშრომლობისთვის  და ამისთვის შეგასრულებინოთ იძულებითი რხევა: დაუკარით ტაში.                      გაკვეთილი უახლოვდება დასასრულს. გთხოვთ, გამოხატოთ თქვენი აზრი ამ გაკვეთილის მიმართ „ სინქვეინის ‘’ საშუალებით.
გაკვეთილი
·         ორი ზედსართავი სახელი
·         სამი ზმნა 
·         ფრაზა ოთხი სიტყვისგან შემდგარი




 [M1]

No comments:

Post a Comment