მიზანი იყო მოსწავლეებს გამოეკვლია
სამეცნიერო მეთოდის ეტაპების გათვალისწინებით: იყო თუ არა ქანქარის რხევის პერიოდი
დამოკიდებული ამპლიდუდაზე, ტვირთის მასაზე და ქანქარის სიგრძეზე.
გამოწვევის ფაზაზე მოსწავლეებს მოტივაციის
შექმნის მიზნით დავუსვი შეკითხვები, რომელიც უკავშირდებოდჩატარებული გაკვეთილის რეფლექსია
ჩემი გაკვეთილის ა წინა გაკვეთილის თემას
და ასევე გრძელვადიან მიზნებს, რამაც ჩემი აზრით, გაზარდა მოსწავლეების ინტერესი საკითხის
მიმართ.
წინარე ცოდნის გასააქტიურებლად გამოვიყენე
სწრაფი შემოწმების ტესტი-ფაქტობრივი ცოდნის თვითშეფასება, რომელმაც მომცა ინფორმაცია იმის შესახებ,თუ რამდენად მზად იყვნენ მოსწავლეები
კვლევის განსახორციელებლად.
გაკვეთილის გეგმის მიხედვით მოსწავლეებმა
ჩაატარეს ცდები ქანქარის რხევის პერიოდის მახასიათებელი პარამეტრების ურთიერთდამოკიდებულების
დასადგენად. მათ კვლევა განახორციელეს სამეცნიერო მეთოდის ეტაპების გათვალისწინებით.ამით
მოსწავლეებმა გაიმეორეს რეალური მეცნიერული სამუშაო და გადაიტანეს მისი ძირითადი პრინციპები
სასწავლო პროცესში,რაც ჩემი აზრით, განუვითარებს სამეცნიერო კვლევის უნარ-ჩვევებს.
გაკვეთილის განმავლობაში ვცდილობდი ფასილიტატორი
ვყოფილიყავი, ეტაპობრივად ვეხმარებოდი მოსწავლეებს მიმეცა მათთვის აქტიურად მოქმედების
შესაძლებლობა,
მოსწავლეებმა სამეცნიერო მეთოდის პირველ ეტაპზე
იმსჯელეს , დასვეს კითხვები დაჩამოაყალიბეს საკვლევი შეკითხვა.ექსპერიმენტის ჩამოყალიბებამდე
გამოთქვეს ვარაუდები. ექსპერიმენტისათვის განკუთვნილი დროის გასვლის შემდეგ ჯგუფებმა
წარადგინეს პრეზენტაცია მთელი კლასის წინაშე..მათ წარმოადგინეს ცდის შედეგები. ამიტომ
ვფიქრობ,, რომ მივაღწიე გაკვეთილით განსაზღვრულ მიზანს.
შმდეგ ეტაპზე ვიდეო-ექსპერიმენტიის დახმარებით განხორციელდა მიღებული
შედეგების გაანალიზება, რამაც ხელი შეუწყო მოსწავლეებში მაღალი სააზროვნო უნარების
გავითარებას.
ჩემი აზრით, ამგვარად წარმართული პროცესი
ესადაგებოდა კონსტრუქტივისტული გაკვეთილის პრინციპებს- კერძოდ იმას, რომ სწავლა აქტიური
პროცესია. მოსწავლე თავად აგებს ცოდნას მასწავლებლის მიერ გადაცემული
ინფორმაციისსაფიძველზე, მოსწავლე ხომ უკეთ სწავლობს და ითვისებს მაშინ, როდესაც საკუთარი გამოცდილების
მეშვეობით წყვეტს პრობლემას. გაკვეთილის ორგანიზების ფორმა გახლდათ მცირე ჯგუფებში
მუშაობა.
გაკვეთილის ბოლოს მოსწავლეებს დავურიგე თვითშეფასების
კრიტერიუმთა ჩამონათვალი, რათა თითოეულ მოსწავლეს გაეანალიზებინა საკუთარი წვლილი მუშაობის
დროს. ვფიქრობ, შეფასების ეს ინსტრუმენტი ზოგადად მეხმარება ჯგუფში მუშაობისას ინდივიდუალური
პასუხისმგებლობის გაცნობიერებაში და კლასის ორგანიზების ამგვარი ფორმის დროსაც, მოსწავლეებს
ნაკლებად ეხარჯებად ფუჭად დრო.
მოსწავლეებმა თავად შეაფასეს კვლევის პრეზენტაციები
შეფასების კრიტერიუმებზე დაყრდნობით, რასაც საკმაოდ კარგად გაართვეს თავი.
გაკვეთილი გეგმის მიხედვით წარიმართა და არ
დამჭირდა კორექტივების შეტანა, თუმცა, ახლა ვფიქრობ, რომ გამოიკვეთა რამდენიმე საკითხი,
რომელიც შემდგომი გაკვეთილების ჩატარებისას უნდა გავითვალისწინო, კერძოდ:
განმსაზღვრელი შეფასების დროს სასურველი იყო
თითოეულ ჯგუფს გაეკეთებინა შეფასება. მოხდა ისე, რომ ერთ ჯგუფს მოუწია ორჯერ შეფასება,
მეორე ჯგუფი კი დამრჩა უყურადღებოდ.. მომავალში წინასწარ განვსაზღვრავ, თუ რომელმა
ჯგუფმა რომელი ჯგუფის პრეზენტაცია უნდა შეაფასოს.
დროის მენეჯმენტი ვერ გამოვიყენე ეფექტიანად
და გადავაცილე საგაკვეთილო დროს. ვეცდები რეალურად გავწერო თითოეული აქტივობისთვის
დრო, საჭიროებისდან გამომდინარე კი– მოქნილად
შევცვალო.
No comments:
Post a Comment