რეფლექსია
ჩემი გაკვეთილის მიზანი იყო მოსწავლეებს გაეანალიზებინათ
სითბურ გაფართოებაზე ჩატარებული ცდები და გამოეტანათ შესაბამისი დასკვნები, ემსჯელათ
სხვადასხვა სხეულების სითბური გაფართოების თავისებურებების უნარის პრაქტიკულ გამოყენებაზე.
გაკვეთილი მიმდინარეობდა თბილ და კეთილგანწყობილ
გარემოში. მოსწავლეები ძირითადად იცავდნენ ქცევის წესებს. მათი შეხსენება არ დამჭირვებია.
გაკვეთილზე გამოყენებული ყველა რესურსი ხელმისაწვდომი
და უსაფრთხო იყო.
გაკვეთილის დასაწყისში გავაცანი მოსწავლეებს გაკვეთილის
თემა, მიზანი და შეფასების რუბრიკა და დავურიგე შესასვლელი ბილეთები, რომელმაც საშუალება
მისცა მოსწავლეებს გაეაზრებინათ ის საკითხი, რომლის განხილვასაც გაკვეთილზე ვაპირებდი.
მათ დაწერეს ის, რასაც ფიქრობდნენ და დასვეს შეკითხვები, რაზედაც უნდოდათ მიეღოთ პასუხები.
ამიტომ ვფიქრობ, ამ აქტივობის მიზანი მიღწეულ იქნა.
მას შემდეგ, რაც გადავედი ვიდეოცდების ჩვენებაზე
და თავად ჩაატარეს ცდები, მოსწავლეებმა შეძლეს გაეანალიზებინათ სხეულის სითბური გაფართოება
და გამოიტანეს შესაბამისი დასკვნები. ეს აქტივობა მათთვის ყველაზე სახალისო და საინტერესო
აღმოჩნდა, ასევე შეძლეს წყლის ანომალიის დახასიათება. ამიტომაც ვფიქრობ, აქტივობების
მიზანიც მიღწეულ იქნა.
ჯგუფური მუშაობის დროს მოსწავლეებმა შეძლეს თავიანთი
ნააზრევის შეჯერება და ფორმირება.
ყოფა-ცხოვრებიდან და ტექნიკიდან დასმულმა შეკითხვებმა
მოსწავლეებს საშუალება მისცა გაეაზრებინათ, რამდენად აუცილებელია ანგარიში გაეწიოს
სხეულთა სითბურ გაფართოებას, გასასვლელი ბილეთის
გამოყენებამ კი საშუალება მომცა გამეგო, რა წარმოადგენდა მოსწავლეებისთვის სიახლეს
და რა დარჩა მათთვის ბუნდოვანი.
გაკვეთილის ძლიერ მხარედ მივიჩნევ ინტერნეტ-რესურსის
გამოყენებას და იმას, რომ ძირითადად ვიყავი ფასილიტატორი და გეზისმიმცემი, არ ვტოვებდი
მოსწავლეების დაშვებულ შეცდომებს უყურადღებოდ;
ვცდილობდი თითოეული აქტივობის დასასრულს გამეცა
უკუკავშირი, მოსწავლეებისგანაც „ცერა თითის“ ტექნიკის გამოყენებით ვიღებდი ასევე უკუკავშირს.
მოსწავლეთა უმეტესობა იყო ჩართული სასწავლო პროცესში,
თუმცა ერთი მოსწავლე დამრჩა მსმენელის როლში და მინიმალურად ჩაერთო აქტივობებში, რასაც
ჩემი გაკვეთილის მთავარ ხარვეზად მივიჩნევ. ასევე მოხდა გეგმის მოდიფიცირება - გაკვეთილის
მეორე ნახევრის დაჩქარება, რადგან პირველმა ნახევარმა მეტი დრო მოითხოვა საკითხის უკეთ
გააზრების გამო.
აქედან გამომდინარე, დროის დაზოგვის მიზნით შევამცირე
აქტივობების რაოდენობა ბოლო აქტივობის ხარჯზე,
რასაც ხელი არ შეუშლია მიზნის მიღწევაში, მხოლოდ გამიჭირდა პასიური
მოსწავლის ჩართვა.
ვეცდები მომავალში დროის სწორ განაწილებას.
No comments:
Post a Comment